ჭაბუკა მახარაძის ვერცხლის მედალი საერთაშორისო ტურნირზე
ირანში გამართულ შოტოკან კარატეს საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკა მახარაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა კარატისტმა მეორე ადგილი ინდივიდუალურ, კატას დისციპლინაში დაიკავა და ტურნირის წარმატებული სპორტსმენისთვის დაწესებული სპეციალური პრიზიც მიიღო. ჭაბუკა მახარაძე კარატეს საერთაშორისო ტურნირებში 1998 წლიდან გამოდის და 100-ზე მეტი სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს მოგებული. ის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია.
