ბრიანსკის რეგიონში სოფელი დაიბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბრიანსკის რეგიონში მდებარე სოფელი დაბომბეს - ინფორმაციას ბრიანსკის გუბერნატორი ტელეგრამ არხით ავრცელებს. ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, დაიბომბა უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელი კუკოვიჩი. შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს თუმცა არავინ დაშავებულა. ბრიანსკის გუბერნატორი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული სოფლების დაბომბვაში უკვე მესამე დღეა ადანაშაულებს. ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროების მიერ ვერ დასტურდება.
