რუსეთის ძალების დანაკარგი უკრაინაში
რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასში კრახს განიცდიან - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი. ჯონ კირბის თქმით, მოსკოვი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას ვეღარ ახერხებს. შეერთებულმა შტატებმა ასევე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, ბოლო 5 თვეში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა 80 000 კი დაშავდა, მათი უმეტესობა, სწორედ ბახმუტშია ლიკვიდირებული. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურიც ირწუნება, რომ დონეცკში ბრძოლისუნარიანი რუსული ჯარების უმეტესობა განადგურებულია.
