პოლიციამ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
თბილისში 22 აპრილს მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ახალგაზრდას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
