გამოცდების საპილოტე პროგრამა სკოლებში
საქართველოს 770-მდე სკოლაში, 14 000 მოსწავლე საპილოტე გამოცდებს აბარებს. ამ ეტაპზე პროექტში მე-4 და მე-6 კლასელები მონაწილეობენ . ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ტარდება: მოსწავლეები ელექტრონულად ასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად იღებენ. მომავალში პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლის ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე.
