დღეს ქუთაისში „ქუთაისქალაქობას“ აღნიშნავენ
დღეს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023-ს“ აღნიშნავენ. ქალაქის ცენტრში, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი სხვასხვა ღონისძიება. მათ შორის აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს. დღესვე ევროპის 21-წლამდე ნაკრებთა ფეხბურთის ჩემპიონატის გარდამავალ თასს წარადგენენ - როგორც ცნობილია ქუთაისი უეფას 21-წლამდე ასაკის ნაკრებთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია. დღის ბოლოს, მესხიშვილის თეატრში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, კონცერტს გამართავს.
