ვინ ებრძვის კანდიდატის სტატუსს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ელენე ხოშტარიას „ტვიტს“ აქვეყნებს და საქართველოს ევროპულ მომვალთან დაკავშირებით წერს, რომ, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ რეკომენდაციები შეასრულა. კრამონი ცალკე გამოყოფს მოსახლეობას და აღნიშნავს, რომ სტატუსს ქართველი ხალხი იმსახურებს. ევროპარლამენტარის მიერ გაზიარებული ხოშტარიას „ტვიტი“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, კახა კალაძის კომენტარის ციტირებაა, რასაც ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამოეხმაურა. კალაძემ თქვა, რომ ამ განცხადების მიზანი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვებაა. კრამონის განცხადებას ასევე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. მამუკა მდინარაძის შეფასებით ევროპარლამენტარის გზავნილი იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყანაში უნდა შეიქმნას გადაჭრბებული მოლოდინი, უარყოფითი პასუხის შემთხევვაში კი დაიწყოს მასობრივი აქციები და ხელსიუფელბაში დაბრუნდეს „ნაციონლაური მოძრაობა“.
