რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნას?!
რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნას?! ბოლო პერიოდში, სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებებს, ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, სანქციების დაწესებაზე, პარტნიორების პასუხი კი იმ არასწორი პოლიტიკის გამოძახილი უნდა იყოს, რომელსაც „ქართული ოცნება“, ქვეყნის დასავლურ კურსთან დაკავშირებით ეწევა. მმართველ გუნდში მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მაშინ, როცა „კრედიტ სუისთან“ დავაში, ივანიშვილს საკუთარ ფინანსებზე ხელი ამ დრომდე არ მიუწვდება, ეს უკვე სანქციაა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სანქცირების მოთხოვნით, ბოლო დროს პოლიტიკოსი ალექსეი გონჩარენკო და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა გამოვიდნენ.
