პარლამენტის სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა
დეპუტატებმა გასული კვირის აქტუალური საკითხები შეაფასეს. მათ შორის პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი. ყურადღება გამხვილდა საპარლამენტო დელეგაციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სტუმრობაზეც და აღინიშნა, რომ ამ ვიზიტების მიზანია პარტნიორების ინფორმირება და მხარდაჭერა ვიდრე ბრიუსელში სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
