საგამოძიებო კომისია - პოლიტიკური განცხადებები
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის მოთხოვნად რჩება. სახელისუფლებო გუნდის ოპოენტებიდან ხათუნა სამნიძეს დღეს მორიგი მცდელობა ჰქონდა პარლამენტის დღის წესრიგში ცვლილებები შესულიყო ერთადერთი მიზნით, რომ კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე გასულიყო. ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომათა დარბაზშივე შეახსენს ბიუროს გუშინდელი სხდომა, ასევე რეგლამენტი და პროცედურა. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შტატებმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. რა პერესპექტივა აქვს ოპოზიციის მოთხოვნას და როგორია სახელისუფლებო გუნდის პასუხი
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
