Met Gala 2023
ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი, მეტ გალა 2023-ს მასპინძლობს. საქველმოქმედო მეჯლისის წლევანდელი თემაა „კარლ ლაგერფილდი - სილამაზის ხაზი“ და ლეგენდარული დიზაინერის, შანელისა და ფენდის სამოდელო სახლების კრეატიული დირექტორის ცხოვრებას და ნამუშევრებს ეძღვნება. ამ მიზნით, სტუმრების ერთი ნაწილი სწორედ ლაგერფილდის შექმნილ სამოსში იყო წარმოდგენილი. ვარსკვლევების ერთმა ნაწილმა, დიზაინერის საყვარელი კატის იმიჯიც მოირგო. ღონისძიებას მუდმივ წამყვანთან, ჟურნალ ვოგის მთავარ რედაქტორთან, ანა ვენტურთან ერთად, წელს მსახიობი პენელოპა კრუსი უძღვება.
