არეულობა და დაკავებები საფრანგეთში
საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა. დაკავებულია 290-ზე მეტი ადამიანი. შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საპირველმაისო საპროტესტო აქცია პარიზსა და სხვა ქალაქებში, მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაიმართა, რომელშიც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქცია არეულობაში გადაიზარდა, მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, დაარბიეს მაღაზიები და ოფისები. საპასუხოდ პოლიციამ, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. უცნობია, რამდენი დემონსტრანტი დაშავდა არეულობის დროს.
