აშშ-ის დახმარება უკრაინას
შეერთებული შტატები კიევისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, ამის შესახებ განცხადება, სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა გაავრცელა. ჯონ კირბიმ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა თითქმის 100%-ით უზრუნველყო, რაც უკრაინელებმა კონტრშეტევის დასაწყებად, სამხედრო დახმარების სახით მოითხოვეს.
