საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების განკარგულება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ განკარგულებები, უმაღლეს რადას, დასამტკიცებლად წარუდგინა. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია. ზელენსკის განკარგულებები, ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოქმედებს.
