ვითარება უკრაინაში
უკარინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა, კვლავ ტერორის ტაქტიკას მიმართეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, სარაკეტო საავიაციო და საარტილერიო იერიშების სამიზნეში, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მოექცა. ვრცელდება ცნობები მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში. ღამით საოკუპაციო ძალების სამიზნეში მოექცა სუმის ოლქი. რეგიონში 140-მდე აფეთქება მოხდა. რუსულმა არმიამ საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა ოლქის საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებებს. ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად, ისევ დონეცკის ოლქი, კერძოდ კი, ბახმუტი და მარიინკა რჩება