რუსთავის განვითარების ახალი კონცეფცია
რუსთავის მერი ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე განიხილავს. პირველი სამუშაო შეხვედრა ჭყონდიდელის დასახლების, ასევე მე-20 და 21 -ე მიკრორაიონების წარმომადგენლებთან გაიმართა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი საკითხები, რუსთავის მერიის 2024 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
