ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ემატება
ბათუმიდან დუბაის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე გაიზრდება. ამ მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ფლაინესისა“ და „ფლაიდუბაის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. განხილვის საკითხებს შორის იყო პირდაპირი რესიების დანიშვნაც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
