დიპლომატების ვიზიტი
იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას გაეროს ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იუსტიციის სახლის კონცეფციის, მობილური იუსტიციის სახლის, სატელეფონო ცენტრისა და ფილიალების მუშაობის შესახებ, ჯამში საუბარია 470-ზე მეტ სერვისზე.
