ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ისრაელში
საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ამოქმედების საკითხი განიხილება. ქვეყნებს შორის მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწერა ხელი. ხელმოწერამდე, შეხვედრა გაიმართა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით. ისრაელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელ კოლეგას და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს.
