ევროპული რეკომენდაციების შესრულება
ევროკავშირის 12 პირობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე თბილისში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე რეკომენდაციები შესრულებული იქნება. თუმცა კვლავ ღიად რჩება პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია, რომლის შესრულებაც პოლიტიკური ძალების ერთობლივ მუშაობაზეა დამოკიდებული. მმართველი პარტიისგან განსხვავებული განწყობაა ოპოზიციაში. რეკომენდაციების შესრულებაზე ევროკომისიის პოზიცია წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
