ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დეპუტატები მიმდინარე კვირაში, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. საკითხის ინიციატორები, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ საქმეში კითხვის ნიშნების ფონზე, საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია. თუმცა, მმართველი გუნდი საკითხს მხარს არ უჭერს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ კომისიის შექმნის საჭროება არ არსებობს, რადგან საქმეს, საქართველოს პროკურატურა უკვე იძიებს.
