დიპლომატების ვიზიტი
გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ასევე საუბარი შეეხო ეფექტიანი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა.
