პარიზში პოლიციელს "მოლოტოვის" კოქტეილი ესროლეს
საფრანგეთის ქალაქ ნანტში, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა არეულობაში გადაიზარდა. საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ქალაქში მდებარე მაღაზიებსა და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. მსგავსი არეულობაა საფრანგეთის დედაქალაქშიც. პარიზში ინფრასტრუქტურა იწვის.
