ATM Dubai 2023
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 52 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარმოდგენილი.
