გრიგორიადისის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს, რათა უფრო მსუბუქი ზომა იქნეს გამოყენებული. საუბარია გირაოზე 20 000 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ რადიკალები მოლოტოვის კოქტეილის სროლას და ძალადობბრივ პროტესტს ახალისებენ.
