მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს. მათ შორის იმსჯელეს, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
