საქართველოს სარაგბო ეროვნული ჩემპიონატის ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია
მოქმედმა ჩემპიონმა „ბათუმმა“ დიდი ათის წინასწარ ფინალში „ლელო“ 34-17 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც რუსთავის „ხარებს“ შეხვდება. „ბათუმსა“ და „ხარებს“ შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალი შაბათს, 6 მაისს ავჭალის სტადიონზე გაიმართება.
