კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო მუსიკის კონცერტს დაესწრო
კულტურის მინისტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო მუსიკის კონცერტს დაესწრო, რომელიც საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და კონცერტები, ტრადიციულად, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ისე ექსპერიმენტულ სივრცეში ტარდება. ფესტივალი 10 მაისამდე გაგრძელდება.
