ბახმუტში კონტრშეტევების შედეგად უკრაინამ რუსეთის არმია აიძულა ცალკეულ ადგილებში უკან დაეხია
ინფორმაცია უკრაინულ მედიაში, ქვეყნის სახმელეთო ძალების მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება. გენერლის განმარტებით, მტერი, „ვაგნერის“ ახალი ჯგუფების დახმარების მიუხედავად, ქალაქის აღებას ვერ ახერხებს.
