პავლოგრადში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა 34 კი დაშავდა
დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დნეპრო პეტროვსკის ოლქში, რუსული არმიის მიერ ნასროლი რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. თავდასხმის სამიზნე იყო საბრძოლო მასალის საწყობიც. საწყობში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ასევე რაკეტები მოხვდა სკოლას და საბავშვო ბაღს.
