"სფეის იქსმა" მისი ყველაზე ძლიერი და მძიმე რაკეტა „ფალკონი“ კოსმოსში წარმატებით გაუშვა.
“სფეის იქსმა” მისი ყველაზე ძლიერი და მძიმე რაკეტა „ფალკონი“ კოსმოსში წარმატებით გაუშვა. აფრენა ფლორიდის შტატში “ნასას” კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდა. “სფეის იქსის” რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე სამი სატელიტი განალაგა. მისია უამინდობისა და ტექნიკური ხარვეზების გამო რამდენჯერმე გადაიდო, წარმატებული გაშვება კი თბილისის დროით, დილის ოთხ საათზე შედგა.
