საფრანგეთის აეროპორტებში გაფიცვა იგეგმება
1-ელ და 2 მაისს საფრანგეთის აეროპორტებში გაფიცვა იგეგმება. ამჯერად, საჰაერო მოძრაობის მართვის პერსონალი იფიცება, რის გამოც სამოქალაქო ავიაცია შეფერხებით იმუშავებს. რეისების გაუქმება ან გადადება მოსალოდნელია პარიზის შარლ დეგოლის აეროპორტში, ასევე მარსელში, ლიონში, ნიცასა და ნანტში. აეროპორტების თანამშრომლები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.
