რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ის ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას ორი მილიონი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული მასა რადიაქტიურ ნივთიერება ურანს შეიცავს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
