თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
კულტურის მინისტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო მუსიკის კონცერტს დაესწრო. კონცერტი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და კონცერტები, ტრადიციულად, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ისე ექსპერიმენტულ სივრცეში ტარდება.
