ფონდი “ქართუს” საჩუქარი ქართულ რაგბს
სარაგბო ბაზის „აქსელის“ მესაკუთრე ამიერიდან თავად რაგბის კავშირი იქნება. თუმცა, ფონდი „ქართუ“ ბორჯღალოსნების მხარდაჭერას განაგრძობს. მხოლოდ 7 წელიწადში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით, საქართველოში 14 სარაგბო ბაზა მოეწყო – 27 მოედნით, 2 აკადემიით და 5 სასტუმროთი. ყველა ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას ასევე ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. მსოფლიო მასშტაბით რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 2014 წელს ლონდონში გამართულ ცერემონიაზე ბიძინა ივანიშვილი დააჯილოვეს.
