პრინცი ჩარლზის კორონაცია
ბუკინგემის სასახლემ მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ბოლო დეტალები გაასაჯაროვა. მეფედ კურთხევის ცერემონიაზე ისტორიულ სკამებს გამოიყენებენ, რომელთა რესტავრაციაც უკვე სრულდება. მათ შორისაა წმინდა ედუარდის ისტორიული სავარძელი, რომელიც ედუარდ მეორის მეფედ კუთხევისთვის 1308 წელს დამზადდა. ასევე სავარძელი, რომელიც დედოფალ ელისაბედ მეორის კორონაციისთვის 1953 წელს შეიქმნა. მეფედ კურთხევის ცერემონიისთვის ისტორიული ქვა ჩამოიტანეს, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში იმართებოდა კორონაცია. „ბედის ქვა“ - ასე უწოდებენ ლოდს, რომელიც მონარქიის წმინდა სიმბოლოდ მიიჩნევა. ცერემონია 6 მაისს გაიმართება.
