პარიზიში „ბულგარის“ მაღაზიები გაქურდეს
პარიზის ცენტრში კომპანია „ლუი ვიტონის“ კუთვნილი ბრენდის, „ბულგარის“ მაღაზიები გაქურდეს. საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურის ცნობით, შეიარაღებული ქურდები ორ ფილიალში შევიდნენ. დამნაშავეებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს.
