რომის პაპის ვიზიტი უნგრეთში
ვატიკანი მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში და ცდილობს დაასრულოს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ამის შესახებ უნგრეთში ვიზიტის შემდეგ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. „მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. ახლა გვაქვს მისია, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის საჯარო გახდება, მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ მას“, – თქვა რომის პაპმა და აღნიშნა, რომ უნგრეთში ვიზიტისას პრემიერ მინისტრ ორბანთან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და რომ მშვიდობის დასამყარებელი გზის პოვნით ყველა დაინტერესებულია.
