ვითარება უკრაინაში
უკრაინაში გამთენიისას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ამუშავდა და საჰაერო განგაში ჩაირთო. ოკუპანტების მიერ დნეპრო პეტროვსზე მიტანილ სარაკეტო იერიშს 25 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის სამი ბავშვია. ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსეთმა შავ ზღვაში დამატებით ორი წყალქვეშა რაკეტმზიდი შეიყვანა. რუსული ძალების გააქტიურება უკრაინის პრეზიდენტის მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
