დაკავება რადიაქტიური მასალის გასაღების მცდელობისთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ის ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას ორი მილიონი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული მასა შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას.
