„მოვდივართ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“- ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართა
„წინ, დიდი ევროპული ოჯახისკენ, ღირსეული ნაბიჯებით და ქართული ეროვნული იდენტობით”- ეს გზავნილები გახმოვანდა აქციაზე. რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ ისინი, ვინც ეწინააღმდეგება მეორე ფრონტს, რადიკალიზმს და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას.
