კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატზე
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია. მანილაში გამართულ წილის ყრაზე ილიას ზუროსის გუნდი ეფ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სლოვენიის, კაბო ვერდესა და ვენესუელას ნაკრები გუნდები იქნებიან. პლანეტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის გუნდი პირველად გამოდის და უკვე ცნობილია რომ მატჩებს იაპონიაში, კერძოდ ოკინავაში გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ჩატარდება.
