გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში გიგა ბათიაშილის სახელობის ქუჩა გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ღონისძიებაზე განაცხადა, თბილისისთვის გიგა ბათიაშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია და ქუჩის შერჩევაც სიმბოლურად მოხდა.
