თეა წულუკიანის შეხვედრა უნგრეთში
თეა წულუკიანმა უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრის მოადგილესთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, მიხაი ზიჩის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ერთობლივ ღონისძიებებს. უნგრეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს და სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას თეა წულუკიანი ასევე შეხვდა უნგრეთის ვიცე-პრემიერს და მასთან ერთად განიხილა როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები.
