ვითარება უკრაინაში
გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის თავდვაცვითმა ძალებმა მტრის 60-მდე იერიში მოიგერიეს. საოკუპაციო ძალებმა შეტევები გააძლიერეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებებზე. დაიბომბა ხერსონის ოლქი. არის მსხევრპლი. ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხნეს ნიკოპოლს. უკრაინა დონაბასიში კონტრ შეტევისთვის ემზადება. ვრცელდება ცნობები, რომ ბახმუტთან ახლოს დისლოცირებული სამხედროები საბრძოლო მოქმედებებისთვის უკვე მზად არიან. თუმცა, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევა დასავლური შეიარაღების გარეშე, მათ მიწოდებამდე დაიწყება.
