საქართველოს თავდაცვის ძალების დღე
საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები პროფესიულ დღეს ზეიმობენ. ქართული ჯარის 32 წლის იუბილე ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე აღინიშნა, რომელიც მარშის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით გაიხსნა. დღეს ქართულ ჯარს სამხედრო მოსამსახურეების ახალი ნაკადი შეემატა. 145-მა რეკრუტმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე სამხედრო ფიცი დადო. სამხედრო მოსამსახურეები ცეცხლსასროლი იარაღით, უწყებრივი მედლებით, სამხედრო საათებითა და „საუკეთესო სამხედროს“ სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
