კონფერენცია უნგრეთში და რადიკალურების დეზინფორმაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე უნგრეთში და კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მონაწილეობაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ღონისძიება ანტიდასავლურ შინაარსს არ შეიცავს. ცნობისთვის, ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციას წელს უნგრეთი უმასპინძლებს. ღონისძიება 4-5 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. მიწვეულ სპიკერებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ქართული ოპოზიციური წრისთვის კრიტიკის საგანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმავე ტრიბუნაზე უნდა გამოვიდეს, სადაც ვიქტორ ორბანი.
