არჩევნების წინასწარი შედეგი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა. დათვლილია ყველა 165-ვე უბანი. მათ შორის 117 ელექტრონული და 48 ტრადიციული. ფოთში, სენაკსა და ხობში, პარლამენტარის მაჟორიტარი დეპუტატების შუალედურ არჩევნებში მონაცემები შემდეგნაირად გადააწილდა. „თავისუფალი საქართველო“ ბესიკ წულეისკირი, 1 359 ხმა. „ქართული ოცნება“ გიორგი ხახუბია 27 553 ხმა. მერის რიგგარეშე არჩევნებში ცაგერში „ქართული ოცნების “ კანდიდატმა ლევან ზალკალიანმა 4 825 ხმა მიიღო. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თერჯოლში, კი 11 511 ხმა. რაც შეეხება საკრებულოების რიგგარეშე არჩევნებს: გურჯაანი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზურაბი მუხულიშვილი, 1 347 ხმა. თიანეთი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ მათურელი, 345 ხმა. ახალციხე „ქართული ოცნების“ კანდიდატი როინ ნებაძე, 463 ხმა. ქუთაისი „ქართული ოცნების“ კანდიდატი მიხეილ გიორგაძე, 5 396 ხმა. ტყიბული „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი კერესელიძე, 1 322 ხმა, 86,63%. „საინიციატივო ჯგუფის“ კანდიდატს გიორგი გაგოშიძეს, კი 204 ხმა (13,37%) ერგო.