„ბათუმობა 2023“
ზღვისპირა ქალაქში „ბათუმობის“ დღესასწაული აღინიშნა. საღამო გალაკონცერტით დასრულდა. მონაწილეებმა ქართული ფილმებიდან ცნობილი სიმღერები შეასრულეს. გაიმართა კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები. ასევე საპატიო ბათუმელები დააჯილდოვეს. დღის განმავლობაში, მოეწყო არაერთი სპორტული და შემეცნებითი აქტივობა.
