სროლა ტეხასში - 5 დაღუპული
5 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი, დაიღუპა ტეხასის შტატში მომხდარი სროლისას. ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ კლივლენდში საცხოვრებელ სახლში, გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელი მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით თავდამსხმელი მექსიკელია, ის შეიარაღებულია, თავდასხმისას კი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დანაშაულის მოტივი ჯერ დაუდგენელია.
